Saturday, December 8, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: რომ ვიყოთ ჯანმრთელნი

პროექტის მთავარი იდეა: ბავშვთა უმრავლესობა ჭირვეულობს წამლის, აბების თუ ინექციის სახით მიღებისას, უფრთხიან აცრებს.



მნიშვნელობა /აქტუალობა: ბავშვები დარწმუნდებიან ინექციის, აცრების ჩატარების აუცილებლობაში, შეაგროვებენ ხალხური, საოჯახო მედიცინის ნიმუშებს.
ინტერნეტში მოიპოვებენ ინფორმაციას სამკურნალო მცენარეების შესახებ.

პროექტის მიზნები: წამლის სხვადასხვა ფორმის (ინექცია, სიროფი, აბი, მალამო) არსებობის გაცნობიერება.
დარწმუნება-აცრების ჩატარება აუცილებელია.
გათავისება-არასწორად მიღებული წამალი ზიანის მომტანია.
 შეაჯერებენ  მოგროვილ ინფორმაციებს (რეცეპტებს) უბნის ექიმთან.

მოსწავლეთა ასაკი:7-8 წელი

ვადები ხანგრძლივობა: 6 დღე

მოსალოდნელი შედეგები: შექმნიან ბუკლეტს ცოცხალი აფთიაქი.
შეიმუშავებენ უსაფრთხოების წესებს წამლებთან მიმართებაში,
დაადგენენ მათი მოხმარების და მიღების წესებს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წამლები ექიმის კაბინეტში, სხვადასხვა წამლების კოლოფები, ფლივჩარტი, სტიკერები, მარკერი, კომპიუტერი, ციფრული აპარატი.

პროექტის მსვლელობა:

პირველი დღე -გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ თემებს, რაზეა დამოკიდებული რომ ვიყოთ ჯანმრელნი.
აღნიშნავენ რომ წამლების მიღების და აცრების გარდა ყველა პროცედურა ეიოლებათ. სწორედ მათთან შეთანხმებით პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად ვახორციელებთ პროექტს.
მასწავლებელი შეთანხმებულია უბნის ექიმთან, კაბინეში შეჰყავს მოსწავლეები. ექიმის დახმარებით არკვევენ წამლის სახეებს.
აკვირდებიან წამლებს რომლებიც ნემსით შეჰყავთ ორგანიზმში.
სწავლობენ , როგორ ინახება წამალი, რომ არ გაფუჭდეს .
ათვითცნობიერებენ რისთვის სჭირდებათ აცრები.



მეორე დღე -ჯგუფური მუშაობა
მოიფიქრეთ, რატომ ააქვს კოლოფს წარწერა ,,მოარიდეთ ბავშვებს“ ?
ჯგუფები მოიფიქრებენ თითო წესს იმისათვის, რომ წამალმა ზიანი არ
მიაყენოს. აფიქსირებენ ფლივჩარტზე ჩანახატებითაც.

მესამე დღე -საუბარი სამკურნალო მცენარეების შესახებ.
სკოლის მიმდებარე ეზოში სამკურნალო მცენარეების გამოცნობა, შეგროვება და შეჯერება უბნის ექიმთან.

მეოთხე დღე - ხალხში გაბნეული ხალხური მედიცინის ნაცადი ,,ბებოს რეცეპტების“ მოძიება-შეგროვება,ჩანაწერების გაკეთება.

მეხუთე დღე- სამახსოვრო ბუკლეტის შექმნა ,,ცოცხალი აფთიაქი“ და მისი გავრცელება.

მეექვსე დღე - ინტერნეტში სამკურნალო მცენარეებზე ინფორმაციის მოძიება და ფლივჩარტზე დაფიქსირება.

ლიმონი


მარწყვი


ორკბილა


ვარდკაჭკაჭა



საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება, ქართული, ხელოვნება;
ბუნ.II.8.მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ძირითადი წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ასახელებს იმ პირებს, ვისაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავს დახმარებისთვის (მაგ., პატრულს, პოლიციელს, ექიმს, გამყიდველს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს);

ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ასრულებს მისთვის დაკისრე­ბულ ფუნქციას);
·           ცდილობს მოცემული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.

ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა   ტექსტში;
·         ადგენს ტექსტს მოდელის მიხედვით;
·         შედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და,  საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კოპლატაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nkoplatadze@gmail.com